Pets Choice-ში მომხმარებლის კმაყოფილება და მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა შეკვეთა - იქნება ეს ძაღლის საკვები, კატის საკვები, ვეტერინარული პრეპარატები, ცხოველების აქსესუარები, ჰიგიენური საშუალებები თუ სხვა შინაური ცხოველების პროდუქტები - მომხმარებლამდე უსაფრთხოდ და სრულყოფილ მდგომარეობაში მივიდეს.
როგორც სანდო ონლაინ ზოომაღაზია და პეტ შოპი საქართველოში, გთხოვთ, შეკვეთის მიღებისას ყურადღებით შეამოწმოთ პროდუქციის დასახელება, რაოდენობა და ვიზუალური მდგომარეობა.
თუ პროდუქციის მიღების შემდეგ აღმოაჩენთ დაზიანებას, საწარმოო დეფექტს ან შეკვეთასთან დაკავშირებულ სხვა შეუსაბამობას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მიღებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროდუქციის დაბრუნება, გადაცვლა ან პრეტენზიის განხილვა ვეღარ განხორციელდება.
პროდუქციის დაბრუნებისა და გადაცვლის პირობები
- ძაღლის საკვები, კატის საკვები, სასუსნავები, ვეტერინარული დიეტები და სხვა საკვები პროდუქცია დაბრუნებასა და გადაცვლას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცდომა ან ხარვეზი ჩვენი მხრიდან არის დაშვებული.
- არასაკვები პროდუქციის, მათ შორის ძაღლის აქსესუარების, კატის აქსესუარების, სათამაშოების, ჰიგიენური საშუალებებისა და მოვლის პროდუქტების გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია არ არის გამოყენებული, გახსნილი ან დაზიანებული და შენარჩუნებული აქვს ქარხნული შეფუთვა.
- თუ მიღებული პროდუქტი დაზიანებულია, აქვს საწარმოო დეფექტი, არ შეესაბამება შეკვეთას ან შეუსაბამობა გამოწვეულია ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პროდუქციის მიღებისთანავე და მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია/ფოტო ან ვიდეო მასალა. ასეთ შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ პროდუქციის დაბრუნებას, შეცვლას ან თანხის ანაზღაურებას. თუ პრობლემა ჩვენი პასუხისმგებლობითაა გამოწვეული, მომხმარებელს სრულად აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი შესაბამისი თანხა და დაბრუნებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები.
- პროდუქციის დაბრუნების ფორმა :პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია ჩვენს ფილიალებში . თუ დაბრუნების მიზეზი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობით გამოწვეული ხარვეზი და მომხმარებელს ეკისრება დაბრუნების ხარჯი, პროდუქციის ფილიალში დაბრუნებას უზრუნველყოფს თავად მომხმარებელი საკუთარი ხარჯით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@petschoice.ge; 577 133 918